28 ივნისი 2018 წელი
                            
							
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორ თინა შიოშვილს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და  ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბსუ-ს საპატიო ჯილდო მიენიჭა. აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ღვაწლმოსილ პროფესორს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შოთა რუსთაველის სახელობის მედლით დააჯილდოვა.