7 ნოემბერი 2018 წელი
გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, ცნობილი ენათმეცნიერი მიხეილ ქამადაძე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქამადაძე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იკვლევდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ონომასტიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ექვს თეულლზე მეტი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია ,,ზემო აჭარის ტოპონიმია’’. მკვლევარი ეწეოდა საველე-შემკრებლობით მუშაობას, მონაწილეობდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ფოლკლორულ-დიალექტოლოგიურ ექსპედიციებში.