22 იანვარი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტების მონაწილეობით აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალ და უახლეს ისტორიის საკითხებზე ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. სტუდენტებმა სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამა შეაჯამეს და დარგის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. ყოველწლიური ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ემზარ მაკარაძის ორგანიზებით ჩატარდა.