5 ივნისი 2019 წელი

27 მაისსა და 5 ივნისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრები სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამების მეორე კურსის სტუდენტებს შეხვდნენ. მაგისტრანტებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჟუკა გუმბარიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო სამაგისტრო ნაშრომების Moodle-ის ელექტრონულ სისტემაში პლაგიატის გამოვლენის პროგრამის Turnitin-ის გამოყენებით ნაშრომის ატვირთვის, შემოწმების ვადები და პროცედურები.