10 ივნისი 2019 წელი

8-9 ივნისს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, რიტორიკის სკოლის დირექტორმა ცირა ბარბაქაძემ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრენინგი - მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები - ჩაატარა. სწავლება მიზნად ისახავდა მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები განვითარებას, რაც გულისხმობს მოხსენების, სადოქტორო ნაშრომის, სტატიის, ეფექტურად, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით წარდგენას.