22 ივნისი 2019 წელი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ,,არაფორმალური განათლების ცენტრის“ პროექტის - ,,უნივერსიტეტი-სკოლას“ - მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები ეროვნული გამოცდებისათვის მზადებაში ეხმარებიან სკოლის მოსწავლეებს ზოგად უნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში. მოსწავლეებს მიესალმნენ და პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინე გიორგაძემ და არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი ანთიძემ.
მოსწავლეებთან ჩატარდა ერთგვარი ინტერაქტივი: მონაწილეებს მიეცათ საშუალება, შეეჯამებინათ ერთწლიანი მოსამზადებელი პროცესის შედეგები; გამოეთქვათ მოსაზრებები, შენიშვნები და იდეები, რომელიც მომავალში ამ პროექტის ეფეტურ განხორციელებას დაეხმარება. რამდენიმე მონაწილე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ სამომავლოდ თავადაც აპირებს ამ პროექტში ჩართვას, მაგრამ ამჯერად ჩაერთვება როგორც მასწავლებელი.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები მოსამზადებელ პროცესთან დაკავშირებით და მადლიერება გამოხატეს შემდეგი სტუდენტი-მასწავლებლების მიმართ: სოფიკო თურმანიძე, ზვიად ჩხენკელი, გრიგოლ გაგუა, მარიამ ვაშაყმაძე, ხათუნა ვაშაყმაძე, ანა თავბერიძე, თენგიზ გობაძე, ქეთევან ჯიშკარიანი, ქეთინო ცინცაძე, თამუნა აფაქიძე, მარიკა ბოლქვაძე, სოფო ჩოგაძე, ჯაბა წინწკალაძე, ნინო კახიანი, მაგდა ტაბიძე, რუსუდან გოგიავა.
პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან, რომელიც არაფორმალური განათლების ცენტის ეგიდით 2015 წელს მოქმედებს. თავდაპირველად მასში 50-60 მოსწავლე მონაწილეობდა, ყოველწლიურად მონაწილეთა რიცხვი იზრდებოდა, ხოლო წელს მასში ასამდე მოსწავლე მონაწილეობს. 2019 წელს ზოგადი უნარების მოსამზადებელ ბლოკს პირველად დაემატა ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ბლოკები.