ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული რამდენიმე ღონისძიების აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის და ბათუმის ბულვარის ორგანიზებით საფრაგეთის ეროვნული დღესასწაული სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიება ბსუ-ში  საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ, უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და  ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გახსნეს. უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო ფაბლაბ ბსუ-ს ნამუშევრების გამოფენა, ძველი ბულვარის ამსახველი ექსპოზიცია, ქართულ-ამერიკულმა სკოლამ   და  სკოლამ „ევრო 2000“  ფრანგული ლიტერატურის პერსონაჟები გააცოცხლეს და მოსწავლეების ნახატები გამოფინეს. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა უნივერსიტეტის ბენდმა, ასევე შესრულდა მელოდიები აკორდეონით და  კლასიკური მუსიკალური ნომრები ფორტეპიანოზე.

 საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საფრანგეთის საელჩოები, საგანმანათლებლო თუ ფრანკოფონიური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისის შემდეგ, წელს პირველად ბათუმშიც გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა