ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დასრულდა სოციოლოგიური კვლევა „მოსახლეობის ღირებულებების კვლევა აჭარაში”

სურათი

დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდის ერთობლივი სოციოლოგიური კვლევა ,,მოსახლეობის ღირებულებების კვლევა აჭარაში”. კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ბსუ-ს ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით და მოიცავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტს. საველე სამუშაოები განხორციელდა 11 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, გამოიკითხა 1200 ადამიანი. მკვლევართა ჯგუფს ბსუ-სა და ილიაუნის სერტიფიკატები გადაეცათ. ერთობლივი კვლევის შედეგები შემოდგომაზე გამოქვეყნდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა