2 სექტემბერი 2019 წელი

განათლების მიმართულების სტუდენტებისა და მასწავლებლობის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა ტარდება თემაზე: „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ლოგიკის, როგორც თეორიული მეცნიერების საფუძველზე სწავლა-სწავლების ახალი მოდელის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.
საზაფხულო სკოლის ლექციებს წარუძღვებიან ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი, ბსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრი, იმედა იაკოვენკო, განათლების ექსპერტები: პაატა პაპავა და სიმონ ჯანაშია.
ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში იმართება.