14 სექტემბერი 2019 წელი

დასრულდა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა თემაზე: „ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში“. ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ანთიძემ და ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრმა, ბსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრმა იმედა იაკოვენკოს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განათლების მიმართულების სტუდენტები და მასწავლებლობის სტატუსის მაძიებელი პირები ლოგიკის საფუძველზე სწავლა-სწავლების ახალი მოდელის შემუშავების საკითხებს გაეცნენ. ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა.