8 ნოემბერი 2019 წელი
                            
							
	ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში  დიეგო კოლასი ეწვია.  უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა. დაიგეგმა ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. საფრანგეთის  ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ვიზიტ ფარგლებში ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს,  პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და საელჩოს მისია, მიზნები, ამოცანები გააცნო. შეხვედრის დასასრულს  საფრანგეთის ელჩმა შეკითხვებს უპასუხა.
	საფრანგეთის ელჩი საქართველოში  დიეგო კოლასი მისიას 2019 წლის 4 სექტემბრიდან ასრულებს.