9 თებერვალი 2020 წელი
ბერძნული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ბერძენთა სათვისტომოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე საჯარო ლექცია წაიკითხა ბსუ-ს ლექტორმა და ფილოლოგიის დოქტორმა თეონა აბულაძემ, რომელმაც ისაუბრა პონტოური დიალექტის თავისებურებებსა და ენობრივ გავლენებზე. ასევე, ბსუ-ს ლექტორმა პროექტის - "პონტოელი ბერძნები აჭარაში" კვლევის შედეგები წარადგინა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი ესწრებოდა.