5 ოქტომბერი 2021 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებმა: ანდრია როგავამ, თამაზ დარჩიძემ და მარინა მჟავანაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტების 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვეს. ანდრია როგავა სადისერტაციო ნაშრომზე ემერიტუს-პროფესორ შოთა მამულაძის ხელმძღვანელობით მუშაობს, თამაზ დარჩიძე - ემერიტუს-პროფესორების: შოთა მამულაძის და ამირან კახიძის ხელმძღვანელობით, ხოლო მარინა მჟავანაძეს ხელმძღვანელობას პროფესორები: რამაზ ხალვაში და მანანა თანდაშვილი უწევენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ახალგაზრდა მკვლევარებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.