ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს საერთაშორისო სეზონური სკოლა „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“ გაიმართა

სურათი

ბსუ-ს საერთაშორისო სეზონურ სკოლას „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“ უმასპინძლა ხიხაძირის სასტუმრო „ირე პალასი ხიხანმა“. პროექტი მიზნად  ისახავდა ახალგაზრდა თაობისათვის კულტურული მემკვიდრეობის – ენისა და კულტურის – ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული ცოდნის გადაცემას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტუმენტების ათვისებას და აჭარის ლინგვოკულტუროლოგიური პორტრეტის შექმნაში სტუდენტების (ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების) ჩართვას. ათდღიანი სეზონური სკოლა 29 აგვისტოს გაიხსნა და მასში 20 სტუდენტი მონაწილეობდა საქართველოდან, გერმანიიდან და თურქეთიდან.

სეზონური სკოლის პროგრამა ინტერდისციპლინური ხასიათის იყო და ითვალისწინებდა ენისა და კულტურის დოკუმენტირებისათვის საჭირო თეორიული ცოდნის გადაცემას. სკოლის მონაწილეებმა მოისმინეს ევროპასა და საქართველოში მოღვაწე ექსპერტების - პროფ. იოსტ გიპერტის (ჰამბურგის უნივერსიტეტი), პროფ. მანანა თანდაშვილის (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია) და დოც. მარიამ ყამარაულის (ჰამბურგის უნივერსიტეტი) ლექციები.  თეორიულ ბლოკში ლექციები ასევე წაიკითხეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: მამია ფაღავამ (ლინგვისტიკაში), თინა შიოშვილმა (ფოლკლორში),მალხაზ ჩოხარაძე (ლინგვოკულტუროლოგიაში), ხათუნა ბერიძემ (თარგმანმცოდნეობაში), მზია ხახუტაიშვილმა, ნანა ცეცხლაძემ (დოკულინგვისტიკაში) და მკვლევარმა რუსლან ბარამიძემ (ეთნოლოგიაში).  

სეზონური სკოლის სტუდენტებისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა საველე ექსპედიციები სხალთა-ხიხანის ხეობაში. ახალგაზრდებმა გამოცდილი ექსპერტების ხელმძღვანელობით სხვადასხვა თემატური ხასიათის ენობრივი მასალები ჩაიწერეს სხალთა-ხიხანის ხეობის სოფლებში, რომლებიც დოკულინგვისტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით დამუშავდა და მომზადდა არქივირებისათვის.

პროექტი განხორციელდა „დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია საქართველოს“ ორგანიზებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა