18 ნოემბერი 2024 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ქართულ-პოლონური ურთიერთობები XIX-XX სს. (ისტორიული და სოციო-კულტურული ასპექტები)“. მკვლევრებმა კონფერენციაზე განიხილეს ქართულ-პოლონური ურთიერთობების მრავალმხრივი ასპექტები და ორი ერის საერთო ისტორიული, სოციო-კულტურული და ეკონომიკური კავშირები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქეთევან მანიას წიგნის ,,პოლონური იდენტობა ქართულ ბეჭდურ მედიაში (XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე)“ პრეზენტაცია.
კონფერენცია გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის − პოლონელების დეპორტაცია საქართველოში და პოლონურ-ქართული გეოპოლიტიკური თანამშრომლობა (1830-1921)“, (FR-22-9832) − ფარგლებში, ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის პროგრამა