ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ჰეგელის ფილოსოფიის შესახებ საერთაშორისო ლექცია-სემინარები ჩატარდა

სურათი

12-13 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის დეპარტამენტის ინიციატივით და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექციები და დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემირიტუს-პროფესორი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი, პროფ. ანდრეას არნდტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ფილოსოფოსი მამუკა ბერიაშვილი. 

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ბსუ-ის რექტორთან, ტიტე აროშიძესთან. მხარეებმა ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი სამომავლო ურთიერთობების გეგმები დასახეს, ისაუბრეს ბსუ-ის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივების შესახებ.

სამეცნიერო ღონისძიებები  თბილისსა და რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში  4-14 ივნისს დაგეგმილი ინტენსიური ბლოკ-სემინარების ციკლის ფარგლებში გაიმართა.

12 ივნისს სტუდენტებმა მოისმინეს პროფ. არნდტის ლექცია თემაზე - “ჰეგელი  ადამიანის უფლების მოვალეობისა და ნების შესახებ”, ხოლო 13 ივნისს,  პროფ. მამუკა ბერიაშვილის ლექცია თემაზე - “ადამიანის თავისუფლების დასაწყისი ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიაში”. საჯარო ლექციებსა და თანმხლებ დისკუსიებში მონაწილეობდნენ ბსუ-ის, ფილოსოფიის, ისტორიის, ქართული და ინგლისური ფილოლოგიის, არქიტექტურის, პედაგოგიკის და სხვ. სპეციალობის სტუდენტები.

დაგეგმილი სამეცნიერო ღონისძების თემატიკა ეხებოდა არა მხოლოდ ჰეგელის ფილოსოფიის, არამედ ევროპული აზროვნების ისეთ ფუნდამენტურ თემებს, რომლებიც არა მხოლოდ ფილოსოფიის, არამედ ზოგადად კულტურის, რელიგიური ცნობიერების და პოლიტიკური აზროვნების დონეზე ზემოქმედებენ. დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ჰეგელის ფილოსოფიის ტრადიციის გადააზრებასთან ერთად, ლექცია-სემინარები მნიშვნელოვანი იყო ქართულ-გერმანული აკადემიური დიალოგის გაღრმავების, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონტაქტების და კვლევის ახალი პერსპექტივების გამოკვეთის თვალსაზრისით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა