ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უზბეკეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დელეგაციების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

8 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტისა და  ეკონომიკისა და პედაგოგიკის უნივერსიტეტის დელეგაციები ეწვია.

გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციებს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ივდით დიასამიძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნანა ყურშუბაძე შეხვდნენ.

 სინქრონული თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრისა და სინქრონული თარგმანის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბერიძემ სტუმრებს გააცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, ასევე, პროფესორ მარინე აროშიძესთან გაიარეს კონსულტაცია სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, გამოიკვეთა საერთო ინტერესები და სასწავლო სფეროები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა