ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-მ „ევროოდისეას“ პროგრამის ფარგლებში ბელგიელ სტაჟიორს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს თანამშრომლობას აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან უცხოეთში სტაჟირების (ევროოდისეა) პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს ბელგიელ და ფრანგ სტაჟიორებს, რომლებიც სტუდენტებისთვის ფრანგული და იტალიური ენების პრაქტიკულ მეცადინეობებს უძღვებიან ჰუმანიტარული ფაკულტეტის რომანისტიკის სპეციალობაზე.

მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ბელგიელი სტაჟიორი, ჟოფრე მილკე, ასისტენტ-პროფესორ ნათია აბაშიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში და ფრანგული ენის პრაქტიკულ კურსს უძღვებოდა რომანული ფილოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან. კარიმ ბენდჯიარი კი იტალიური ენის პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებდა ანასტასია გამსახურდაშვილთან ერთად.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას, სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზებას და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა