18 მაისი 2026 წელი

ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე და ამავე ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე 2026 წლის 18-22 მაისს იმყოფებოდნენ ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში პროფ. ულრიჰ ჰეიდისა და პროფ. ეკატერინა ლაპშინოვა-კოლტუნსკის მიერ ორგანიზებულ კოლოკვიუმზე: „კორპუსები და კომპიუტერული ლინგვისტიკა“ ბსუ-ს პროფესორებმა წარადგინეს პრეზენტაციები: „ქართული ეროვნული კორპუსი“, „კორპუსი სპეციფიკური კვლევებისა და თარგმანის ანალიზისათვის“. კოლოკვიუმი განკუთვნილი იყო თარგმანისა და კორპუსლინგვისტიკის მიმართულების დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტურის მკვლევრებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში თეონა ბერიძე და ხათუნა ბერიძე დაესწრნენ თანმიმდევრული თარგმანის პრაქტიკუმს, ასევე სუბტიტრების პროგრამის გამოყენების ვორკშოპს მედია ლაბორატორიაში; ასევე შედგა სამუშაო შეხვედრები ინტერკულტურული კომუნიკაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, პროფ. ბეატრიქს კრესთან, ასევე თარგმანისა და სპეციალიზებული კომუნიკაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, კლარა ბოსტადთან, რომელზეც დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ერაზმუსის პროგრამით სტუდენტების გაცვლის პერსპექტივები.