ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვა, როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე - 3

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ და ამავე ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ 2025 წლის 20-22 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში შავი ზღვა, როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3), ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა.

კონფერენციის ფოკუსი გახლდათ  ანალიზი, თუ როგორ იყენებენ ლიტერატურული ტექსტები - შავი ზღვის ტრადიციებიდან - ნანგრევებს გადაადგილების თემებისა ძველი იმპერიული რუკების ნაცვლად ახალი კულტურული რუკების შესაქმნელად; როგორ გარდაქმნის ლიტერატურა ძველის დაშლის და ახლის ჩამოყალიბების პროცესს მეხსიერების, დანაკარგისა და პოტენციალის დინამიურ სიმბოლოებად, როგორ ასახავს სხვადასხვა ტექსტური ტრადიცია შავი ზღვის რეგიონის მრავალშრიან ისტორიას. მაგალითად, კლასიკურ ტექსტებში დასავლეთ შავი ზღვის სანაპიროს ლიტერატურული ცნობიერება დაფუძნებულია გადაადგილებისა და ნანგრევების ნარატივზე; ოვიდიუსის „ტრისტია“ და „ეპისტოლეები პონტოდან“, ასახავს ოვიდიუსის ტომისში (თანამედროვე კონსტანცა) გადასახლებას. ნანგრევები არ არის არქიტექტურული, არამედ მისი რომში გატარებული წარსული ცხოვრების ნაშთებია, ხოლო მისი პოეზია „მობილურობის“ ფორმაა, რომელიც ცდილობს გადალახოს მანძილი მის აწმყოსა და წარსულს შორის.

საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებული იყო კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის მიერ საერთაშორისო თანაორგანიზატორებთან ერთად.

მომდევნო, რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ,, შავი ზღვა: თარგმანისა და ლიტერატურის ინტერ-რეფლექსიები“ 2026 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა