20 ივნისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში (BS-24-180)“ - ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „არქეოლოგიური ძეგლები ტექნოლოგიური გამოწვევების კონტექსტში“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი, თურქი, უკრაინელი არქეოლოგები, ეთნოლოგები და ისტორიკოსები.