16 ოქტომბერი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „Erasmus+“- ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, არტაანის უნივერსიტეტის (Ardahan Üniversitesi) ასისტენტ-პროფესორი, მირზა პოლატი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ თეონა ბერიძესთან, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლილე თანდილავასთან და დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან.
მირზა პოლატმა თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: „თურქული ლიტერატურის ისტორია: მწერლები, პოეტები და აშუღები“. ლექციაზე მან სტუდენტებს გააცნო თურქული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპები, გამორჩეულ მწერალთა და პოეტთა შემოქმედება და აშუღური პოეზიის თავისებურებები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და აკადემიური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.