ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში პროფესორ ნათია ფარტენაძის სახელმძღვანელოს - „მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“ წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ ნათია ფარტენაძის სახელმძღვანელოს „მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“ წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროფესორ ნათია ფარტენაძეს 55 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებული სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. სახელმძღვანელო შეაფასეს ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

სახელმძღვანელოში სისტემურად არის განხილული მარტივი წინადადების სინტაქსური საკითხები, მათი თეორიული საფუძვლები და სწავლების თანამედროვე მეთოდიკური მიდგომები.

წიგნი განკუთვნილია სკოლის მასწავლებლებისთვის, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საფეხურისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამების სტუდენტებისთვის, ლინგვისტებისა და ქართული სინტაქსის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

პროფესორი ნათია ფარტენაძე ამჟამად მუშაობს სახელმძღვანელოს მეორე ნაწილზე „რთული წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“. მასში განხილული იქნება შერწყმული, რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებების, აგრეთვე ზერთული კონსტრუქციების სინტაქსური თავისებურებები და მათი სწავლების მეთოდიკა. წიგნის გამოცემა მომავალი წლისთვის იგეგმება.

ავტორის სამომავლო მიზანია, შექმნას ქართული ენის გრამატიკის ყველა ძირითადი საკითხის მომცველი სახელმძღვანელო - „თანამედროვე ქართული ენის გრამატიკა - სწავლების მეთოდიკა“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა