ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის შექმნა დაკავშირებული იყო რუსული ენისა და ლიტერატურის პროფილის გაფართოებასთან. 1958 წელს შეიქმნა რუსული ენის, ლიტერატურისა და უცხოური ენების სპეციალობა, რაც რესპუბლიკის სკოლების უცხოური ენების მასწავლებლებით დაკომპლექტების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, ამიტომ 1958 წელს რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრას გამოეყო უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრა, რომელიც ამზადებდა რუსული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების სპეციალისტებს.
მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაიხსნა საღამოს განყოფილება, სადაც სპეციალისტების მომზადება ხდებოდა მხოლოდ უცხოურ ენებში. უნდა აღინიშნოს, რომ კათედრაზე 1956 წლიდან მუშაობდნენ როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები: მარია ხუციევა, ლარისა მუატი, ნინა ლუპმანი, ფება ვასილევა, ოთარ ფარეიშვილი, მინიკო ჩიჯავაძე, ქეთევან ჯაველიძე, ციალა მდინარაძე, პავლე ჯორბენაძე, გულნარა ომიაძე, რუსუდან ბეჟანოვა, ნათელა პაპავა.
კათედრის პირველი ხელმძღვანელი იყო დავით ჩავლეიშვილი. 1949 წლიდან ის მუშაობდა უცხოეთთან საქართველოს კულტურული ურთიერთობის საზოგადოების რეფერენტად. 1950 წელს ჩაირიცხა საკავშირო აკადემიის მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1954 წელს მუშაობა დაიწყო ბპი-ში უფროს მასწავლებლად. 1958-1962 წლებში ის ხელმძღვანელობდა უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრას.
1962-1972 წლებში კათედრის გამგედ მუშაობდა ოთარ ფარეიშვილი. მას დიდი წვლილი მიუძღვის კათედრის დაკომპლექტების, კაბინეტის შექმნისა და მოწყობის, სწავლების სრულყოფისა და მართვის საქმეში. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საზღვარგარეთის ლიტერატურაში და ასწავლიდა ინგლისურ ენას.
1972 წელს უცხოური ენებისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრის გამგედ არჩეული იქნა ფილოლოგიის მ/კ, დოც. პავლე ჯორბენაძე, რომელმაც თსუ-ს დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ. ის თავდაპირველად ასწავლიდა გერმანულ ენას, ხოლო შემდეგ კითხულობდა ლიტერატურათმცოდნეობისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კურსს. დოც. პავლე ჯორბენაძე წლების განმავლობაში იყო გერმანიასთან საქართველოს მეგობრობის აჭარის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის მწერალთა კავშირის კრიტიკოსთა საბჭოს წევრი, არჩეული იყო მეცნიერებათა აკადემიის ესთეტიკის საბჭოს წევრად. წლების განმავლობაში დოც. პავლე ჯორბენაძე აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესასთან.
1983-1985 წლებში უცხოური ენებისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრას სათავეში ჩაუდგა უ/მასწ. მინიკო ჩიჯავაძე. მან 1955 წელს დაამთავრა მ. ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1956 წლიდან მუშაობა დაიწყო ბპი-ს უცხოური ენებისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრაზე. 1982 წელს მიენიჭა აჭარის ა/რ დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
1985-1988 წლებში კათედრის გამგედ მუშაობდა უ/მ გულნარა ომიაძე, ხოლო 1989-1991 წლებში - დოც. ნოდარ ჭყონია, რომლის დროსაც მოხდა კათედრის შევსება ახალგაზრდა კადრებით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის უცხოური ენებისა და რუსული ენის კათედრების ჩამოყალიბების საქმეში.
1991-1996 წლებში უცხოური ენებისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრის გამგედ არჩეულ იქნა დოც. ირინე გოშხეთელიანი. 1996 წელს კათედრა გაიყო ინგლისური ფილოლოგიისა და საზღვარგარეთული ლიტერატურის (გამგე _ დოც. ი. გოშხეთელიანი), გერმანული ფილოლოგიის (გამგე _ მ/კ ა. აბუსერიძე), ფრანგული ფილოლოგიის (გამგე _ მ/კ ვ. დიასამიძე).
1997 წელს საუნივერსიტეტო რეფორმის შედეგად სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) გადასვლამ ახალი ამოცანები დაუსახა კათედრას, რომელიც აქტიურად მუშაობდა სალექციო კურსების დამუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
ამ პერიოდიდან დეპარტამენტში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები: დოცენტი პავლე ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორები: ნინო დვალიძე, ანზორ აბუსერიძე, ნანა სტამბოლიშვილი, ნატალია სურგულაძე, ვიქტორია დიასამიძე, ხათუნა ბერიძე; ფილოლოგიის დოქტორები: ზურაბ ბეჟანოვი, ნანა ბოლქვაძე, დინარა ფაღავა; უფროსი მასწავლებლები: რუსუდან ბეჟანოვა, ნელი კუხალეიშვილი, ცირა გამცემლიძე, ციალა მდინარაძე, მანანა ჩიტაიშვილი, მასწავლებლები: თამარ სირაძე, ნათელა პაპავა, გულნარა ომიაძე, ნანა სოსელია, ოლეგ ფრუიძე, მანანა მითაიშვილი, ნანა ახალაძე, ლამარა მიმინოშვილი, ცისანა რუსიძე, რეზო ფარცვანია, ვენეცია ფილოშვილი, ჟანა ფაღავა, და სხვები. მათ დიდი წვლილი შეიტანეს უცხოური ენის სწავლების საქმეში, მთელ გამოცდილებას, ცოდნასა და უნარს ახმარდნენ განათლებული სპეციალისტების აღზრდას.
მოგვიანებით კათედრაზე მუშაობა დაიწყეს ახალგაზრდა ნიჭიერმა პედაგოგებმა: ასისტენტ-პროფესორებმა, ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორებმა: თეა შავლაძემ, თეონა თედორაძემ, ნათია ქათამაძემ, ლალი თავაძემ, ზეინაბ გვარიშვილმა, ცირა ჭყონიამ, თამარ დოლიძემ, თამილა მიქელაძემ, თამილა დავითაძემ, ივდით დიასამიძემ, ნელი ახვლედიანმა, ეკატერინე მჟავანაძემ, თეონა ბერიძემ, ხათუნა დიასამიძემ, ასევე: მერი მახარაძემ, ნატალია სალუქვაძემ, თამარ მგელაძემ, ინგა ბადალიანმა, მაია ტაკიძემ, ნინო მიქელაძემ, ირმა დავითაძემ, ნინო კვანტალიანმა, თინიკო კვაჭაძემ, მედეა დიასამიძემ, თინიკო ფირცხალაიშვილმა, ნატო ჩაჩავამ, მაგული ბოლქვაძემ, მირანდა გორგოშიძემ, მთვარისა კვირკველიამ, გულნარა გათენაძემ, მინდია ბერიძემ, ირმა ცენტერაძემ, ირმა დავითაძემ, ნონა მეტრეველმა, ია თურმანიძემ, ნათია ხაბეიშვილმა, ბესო ლილუაშვილმა, მირანდა კაკაბაძემ და სხვ.
2006 წელს ინგლისური, გერმანული, ფრანგული ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის კათედრები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ევროპეისტიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფ. ირინე გოშხეთელიანი. დეპარტამენტში შეიქმნა ოთხი პროგრამული მიმართულება: ანგლისტიკის (ხელმ. პროფ. ირინე გოშხეთელიანი), გერმანისტიკის (ხელმ. პროფ. ნანა ბოლქვაძე), რომანისტიკის (ხელმ. ასოც. პროფ. ნატალია სურგულაძე), და ნეოგრაცისტიკის (ხელმ. პროფ. მ. გიორგაძე).
2014- 2017 წლებში ევოპეისტიკის დეპარტამენტს სათავეში ჩაუდგა პროფ. თამარ სირაძე, ხოლო 2017- 2019 წლებში დეპარტამენტს მართავდა პროფესორი ნატალია სურგულაძე. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაფართოვდა ეცროპეისტიკის დეპარტამენტი და 2018 წელს მას სლავისტიკის დეპარტამენტი შემოუერთდა.
2020 წლიდან დღემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ასოც. პროფესორი თეა შავლაძე. თანამედროვე ეტაპზე ევროპეიტიკის დეპარტამენტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეპარტამენტია. ევროპეისტიკის დეპარტამენტში სულ 29 აკადემიური პირია, რომელთაგან 8 სრული პროფესორია, 17 ასოცირებული პროფესორი და 4 ასისტენტ პროფესორი.
ანგლისტიკა: ევროპული და ამერიკული ლიტერატურათმცოდნეობა: პროფ. ირინე გოშხეთელიანი, პროფ. თამარ სირაძე, პროფ. ნინო დვალიძე, პროფ. მარინე სიორიძე, ასოც. პროფ. თეა შავლაძე, ასოც. პროფ. ნათია ქათამაძე, ასოც. პროფ. ნინო აროშიძე, ასოც. პროფ. ხათუნა ბერიძე, ასოც. პროფ. ზეინაბ გვარიშვილი, ასოც. პროფ. ჟუჟუნა გუმბარიძე, ასოც. პროფ. ლალი თავაძე, ასოც. პროფ. ივდით დიასამიძე, ასოც. პროფ. ნანა მაზმიშვილი, ასოც. პროფ. თამილა დავითაძე, ასისტ. პროფ. ლია დავითაძე, ასისტ. პროფ. შოთა როდინაძე;
რომანისტიკა: პროფ. ნატალია სურგულაძე, ასოც. პროფ. ვიქტორია დიასამიძე;
გერმანისტიკა: პროფ. ნანა სტამბოლიშვილი, ასოც. პროფ. თეონა ბერიძე, ასოც. პროფ. ნელი ახვლედიანი;
სლავისტიკა: პროფ. მარინა აროშიძე, ასოც. პროფ. მერაბ ახვლედიანი, ასოც. პროფ. ქეთევან სვანიძე, ასოც. პროფ. ასმათ არძენაძე, ასოც. პროფ. ნანა ქაჯაია, ასისტ. პროფ. დალი დობორჯგინიძე;
კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინოლოგია: პროფ. მარინე გიორგაძე, ასისტ. პროფ. კესო ბორჩხაძე.
ევროპეისტიკის დეპარტამენტის წევრთა სამეცნიერო ინტერესების სფერო მრავალფეროვანია: თარგმანი და თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებითა კვლევა, ლინგვოკულტუროლოგიური შეპირისპირებითი კვლევები, პარემიოლოგია და ფრაზეოლოგია, ასევე კვლევები ლიტერატურის მიმართულებით. დეპარტამენტის პროფესორები დღენიადაგ იმაღლებენ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ დონეს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სტატიებს აქვეყნებენ მაღალ რეიტინგულ, რეცენზირებად ჟურნალებში. ქვეყნდება საინტერესო მონოგრაფიები და სასწავლო სახელმძღვანელოები. მკვლევართა გარკვეული ჯგუფი მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. დეპარტამენტის წევრებს აქტიური კონტაქტები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციებთან, არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და საერთაშორისო ჟურნალების რედკოლეგიის წევრები, სტატიების შემფასებლები და სხვა. ამავდროულად დეპარტამენტის წევრების გარკვეული ნაწილი სტაჟირებას გადის სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.
სლავისტიკის დეპარტამენტის ისტორია