ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თეატრალიზებული წარმოდგენა „ოჯახი“

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქული ფილოლოგიისა და  თურქეთის მცოდნეობის სტუდენტებმა თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს თემაზე: „ოჯახი“. 2014-2015 სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა ქართული და თურქული ოჯახების ტრადიციები წარმოადგინეს და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზ ქანიმ წარმოდგენის მონაწილეები სერტიფიკატებითა და კაპადოკიის ხუთდღიანი ტურით დააჯილდოვა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან წარმატებული თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელი გადასცა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა