ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროექტების პრეზენტაცია უნივერსიტეტის ღია ბიბლიოთეკაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის სპეციალობის 1-ლი კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში პროექტების პრეზენტაცია გამართეს. ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან არსებული ,,არაფორმალური განათლების ცენტრის“ ღია ბიბილიოთეკის მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტის ფოიეში კუთხე ახალი წიგნებითა და პუფებით მოაწყვეს და ჩატარებული ღონისძიებების შედეგები წარმოადგინეს. სტუდენტებმა ბუნების დასაცავად თამარის დასახლებაში ხეები დარგეს, ზებრა ზოლზე ქვეითების გზის დათმობის მოთხოვნით გამოკითხვები ჩაატარეს და აქციები მოაწყვეს. ახალგაზრდები ჟესტების ენას დაეუფლნენ და შემდეგ დაინტერესებულ პირებს შეასწავლეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა