16 ნოემბერი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს 13 ნოემბერს, პარიზში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს საფრანგეთსა და დაღუპულთა ოჯახებს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაგმეს საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.