18 იანვარი 2016 წელი
                            
							
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით,  პოპულარული თურქი მწერლის,  ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის ნაწარმოების მიხედვით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ტარიკა ანუ დიდი ბრძოლა ორჰან ფამუქის  „ფარული სახის“ მიხედვით“.
	
	ლექციას უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ ალფენიძე.
	
	ღონისძიებას ესწრებოდნენ  აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და  თურქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.