6 ივნისი 2014 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებს საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის „ბიაფის“ მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებმა აუდიო-ვიზუალური თარგმანის სასწავლო კურსის ფარგლებში ფესტივალზე წარსადგენი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმები თარგმნეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკით განამტკიცეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა ახალგაზრდები სექტემბერში დაგეგმილ კინოფორუმში მიიწვიეს, რომელიც სასტუმრო „რედისონსა“ და კინოთეატრ „აპოლოში“ ჩატარდება.