1 დეკემბერი 2017 წელი
                            
							
	ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის ნიკო ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სესიაზე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა მოხსენებები წარმოადგინეს ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებზე, ნიკო ჭავჭავაძის სამეცნიერო ღვაწლი  შეაფასეს და ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები განიხილეს. კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.