9 თებერვალი 2018 წელი
                            
							
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალმა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 7-9 თებერვალს მოსწავლეებისათვის საჯარო ლექციები წაიკითხეს. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის თამჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორი ჯემალ კარალიძე ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №2 საჯარო სკოლაში მოხსენებით წარსდგა თემაზე: ,,ილია ჭავჭავაძე და აჭარა“. პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ხელვაჩაურის რაიონის  სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლაში ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბათუმის ისტორიიდან“, პროფესორმა კახაბერ სურგულაძემ ბათუმის №10 საჯარო სკოლაში მოხსენება - „მონობა  ანტიკურ რომში“ და  ასოცირებულმა პროფესორი  მარინე ჯინჭარაძემ ბათუმის №22 საჯარო სკოლაში მოხსენება - „რენესანსის ეპოქის კულტურა“.