ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამის 4 სტუდენტს  საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრით სწავლა გააგრძელონ ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
	მობილობა უნდა განხორციელდეს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში;
	მობილობის ხანგრძლივობა:  ერთი სემესტრი.
	კონკურსში მონაწილეობის პირობები:
	სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
	უნდა იყოს ბაკალავრიატის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის  სტუდენტი;
	ენის ცოდნა ინგლისური, თურქული  არანაკლებ B1. დონისა
	საბუთები:
	საერთაშორისო პასპორტის ასლი;
	ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ქართულ ენაზე
	ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
	მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს, ასევე სტიპენდიას 150 აშშ დოლარი.
	 მგზავრობა დაფინანსდება ბსუ-სა და მიმღები უნივერსიტეტების მიერ.  
	დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა:  2018 წლის 26 თებერვალი, ბსუ-ს კანცელარია (ოთახი #1).