ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მერაბ დიასამიძის, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნათია წიკლაშვილის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ჯაბნიძისა და ასისტენტ პროფესორ გიორგი ქათამაძის შემადგენლობით 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პოლონეთში, ქალაქ ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ანდჟერ კალეტასთან, სიმულაციის ცენტრის დირექტორ კრზისზტოფ ნოვოსიელსკთან, ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნეს სკოლის ბიზნესთან თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ ალაა ვიტვიცკა-დუდეკსა და ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების დირექტორთან, კრზისზტოფ ხოდუნთან. შეხვედრებზე დაიგეგმა ინოვაციური პროექტების განხორციელება, რომლებიც საგანმანათლებლო სექტორის გარდა, ხელს შეუწყობს ბიზნესის მიმართულების განვითარებას.