უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე საჯარო დისკუსია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დისკუსიის მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურის სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ხათუნა იოსელიანი მიესალმნენ. შეხვედრაზე ექსპერტებმა: ლელა ჩახაიამ, ლალი ბაქრაძემ, ირინე დარჩიამ და ლიკა ღლონტმა განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინეს. საერთაშორისო ორგანიზაციამ პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“ განახორციელა. კვლევა ითვალისწინებდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირებასა და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავებას




