დედამიწის დღე ბსუ-ში
22 აპრილი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და CENN-ის ორგანიზებით პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“ (WMTR II) ფარგლებში ნარჩენების სეპარაციის სტენდის გახსნით აღინიშნა. სეპარაციის სტენდის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, USAID-ის მისიის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა ვერონიკა ლიმ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ. ბსუ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აჭარაში, სადაც ნარჩენების სეპარაციის სტენდი განთავსდა. სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სეპარაციის სტენდში სიმბოლურად განათავსეს დახარისხებული ნარჩენები.