საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის III კურსის სტუდენტებმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე კოლხეთის ეროვნული პარკში ეკო-საგანმანათლებლო ტურით აღნიშნეს. პალიასტომი-ფიჩორის ტურისტულ მარშრუტზე გასვლამდე ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანი ახალგაზრდებს ეროვნული პარკის შექმნის კრიტერიუმებზე, კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებაზე, ჭარბტენიანი ტერიტორიების უნიკალურობასა და მოზამთრე წყლის ფრინველებისათვის მათ მნიშვნელობაზე ესაუბრა.
უკან |