საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტუდენტთა და მეცნიერთა კონფერენცია გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სტუდენტთა და მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს. ორი დღის განმავლობაში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენენ მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმუშავებენ, როგორიცაა: სიცოცხლის ხარისხი და კლინიკური გამოსავალი ავადმყოფებში მწვავე კორონარული სინდრომით ანტიაგრეგანტებით მკურნალობის ფონზე; პირველადი დახმარების ცოდნის მნიშვნელობა სამოქალაქო პირებში; ჰეპატოციტების პოლიპლოიდიზაციის სასიგნალო გზების შესწავლა ქოლესტაზური ღვიძლის მოდელზე; ღვიძლის  დამხმარე ბიოლოგიური სისტემები; ცოცხალი დონორის შერჩევის სპეციფიკა ღვიძლის წილობრივი ტრანსპლანტაციისას; ღვიძლის ცოცხალი ტრანსპლანტაციის 4 წლიანი შედეგების ანალიზი ერთი ცენტრის მაგალითზე; დეპრესია და დეპრესიის სიმპტომები ონკო-ინკურაბელურ პაციენტებში; In-Vitro განაყოფიერების ასპექტები - რაობა და რეალობა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა