საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტომატოლოგიის მიმართულების დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დიპლომის შემდგომი განათლების სარეზიდენტო და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან პროგრამებზე.

დიპლომის შემდგომი განათლების  სარეზიდენტო პროგრამები:

1. ,,თერაპიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (11 თვე).
2.  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (15 თვე)

რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან პროგრამები:

1. ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ პროგრამის ხანგრძლივობა (6 თვე).
2. სპეციალიზაცია - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა  3 თვე)
3. სუბსპეციალობა - ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა  3 თვე)
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2018 წლის 25  დეკემბრიდან  11 იანვრის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ/ორთოპედიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა