
კამპანია „უნივერსიტეტი-სკოლა“ ფარგლებში ბიოლოგიის I კურსის სტუდენტებმა ჭარნალის საჯარო სკოლის, სკოლა „გორდას“, ბათუმის მე–2 და მე–7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სამოდელო პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარეს თემაზე: „ცხოვრების ჯანსაღი წესი“ (სასწავლო კურსი „ბიოლოგიის შესავალი“, ხელმძღვანელები: პროფესორი მარინა ქორიძე, ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე). სტუდენტებმა თემატური ვიდეო რგოლების, პოსტერების, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ტიპის აქტივობების საშუალებით ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
| უკან |












