საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

პროექტის „ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტიპენდიანტი“ წარდგინება

სურათი

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს ირაკლი ბარამიძეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა ბსუ-ს ბიოლოგიის, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებისა და აგროეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს პროექტი „ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტიპენდიანტი“ წარუდგინა. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბაღის განვითარებით დაინტერესებასა და დარგისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. კონკურსის წესით გამოვლენილი სამი საუკეთესო სტუდენტი ბოტანიკურ ბაღში ორთვიან სტაჟირებას გაივლის და 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ღონისძიების მონაწილეებმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

სტიპენდიის მსურველი სტუდენტები შეირჩევიან კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმებით:
1. უკანასკნელი სემესტრის შედეგების გათვალისწინებით მაღალი აკადემიური მოსწრება - 81 ქულიდან ზემოთ;
2. უკანასკნელი სემესტრის შედეგების გათვალისწინებით ძირითად დისციპლინებში - 91 ქულიდან ზემოთ;
3. სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს სასწავლო-საველე პრაქტიკა ბოტანიკასა და აგროეკოლოგიის მიმართულებით;
4. სტუდენტს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სესიებში;
5. დადებითი რეკომენდაცია;

კონკურსანტები შეირჩევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღის მიერ დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ და დადგენილი წესის შესაბამისად.

კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა სწავლის ადგილიდან, რომ კონკურსანტი არის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტი;
4. ცნობა სასწავლებლიდან აკადემიური მოსწრების შესახებ;
5. ავტობიოგრაფია (CV) (ფოტოსურათით);
6. სამეცნიერო კონფერენციებსა და სესიებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
6. კონკურსანტის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის ასლები;
7. არანაკლებ ერთ რეკომენდაციას უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი ფაკულტეტიდან და იმ აკადემიური პირისგან, რომელიც კარგად იცნობს პრეტენდენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას;
8. დამატებით შესაძლებელია იმ სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც ასახავს კონკურსანტის ფართო საქმიანობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვადები:

. 19 მაისიდან 7 ივნისამდე - პროექტის წარდგენა და ინფორმაციის გავრცელება;
. 9 ივნისიდან 28 ივნისამდე - წინასწარი რეგისტრაცია (ელექტრონულად);
. 30 ივნისიდან 12 ივლისამდე - დოკუმენტაციის მიღება;
. 12 ივლისიდან 19 ივლისამდე - სტიპენდიანტთა შერჩევა;
. 19 ივლისიდან 30 ივლისამდე - გამარჯვებული სტუდენტების მიერ სამუშაო წლიური პროგრამის წარმოდგენა;
. 31 ივლისს შეხვედრა სტიპენდიანტებთან და წლიური სამუშაო პროგრამის პრეზენტაცია;
. სტიპენდია დაინიშნება 1 სექტემბრიდან და იგი გაიცემა ყოველი თვის 25 რიცხვის შემდეგ;
. 2015 წლის 23 ინავარი - შუალედური ანგარიშის წარდგენა;
. 2015 წლის 26 ივნისი - წლიური ანგარიშის წარდგენა;
. 2015 წლის 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე - საზაფხულო სტაჟირება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

სტიპენდიის დანიშვნის შემდგომი მოთხოვნები:

• სტიპენდიანტმა უნდა უზრუნველყოს აკადემიური ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაღრმავება;
• დაამუშაოს სამეცნიერო თემატიკა უნივერსიტეტისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით ბაღის საქმიანობის აქტუალურობის გათვალისწინებით;
• მოამზადოს არანაკლებ 1 სამეცნიერო სტატია ბათუმის ბოტანიკური ბაღის თემატიკისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, რომელიც უნდა დაიბეჭდოს სამეცნიერო შრომათა კრებულში;
• მოამზადოს არანაკლებ 1 მოხსენება ბაღის კოლექციასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი იქნება ადგილობრივი ან რესპუბლიკური მნიშვნელობის სამეცნიერო კონფერენციაზე;
• ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული ჯგუფების, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ჩაატაროს არანაკლებ 4 ექსკურსია;
• წარმოადგინოს საქმიანობის შუალედური და წლიური ანგარიში;
• სურვილისამებრ გაიაროს 2-თვიანი სტაჟირება ბაღის რომელიმე სტრუქტურაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა