საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი დაიწყო.  სასემინარო/პრაქტიკული პროგრამით, სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან საქართველოს საზღვაო აკვატორიაში მარიკულტურის ადგილების შერჩევის, გეომორფოლოგიური შეფასების, ფერმების ტექნოლოგიური აგების, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ჰიდრობიონტების ხელოვნურად მოშენების საკითხებს.

პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერისტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე  მარიკულტურის სადემონსტრაციო ცენტრი მოეწყობა, სადაც სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნობიან ზღვის ობიექტების კულტივირების - ხელოვნური მოშენების ტექნოლოგიურ და კვლევით ასპექტებს.

უფასო სასწავლო კურსი, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 სტუდენტია ჩართული ორი თვის მანძილზე გაგრძელდება.

სასწავლო კურსს ორგანიზაცია „მწვანე სექტორი“ გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით ახორციელებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა