
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტმა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) ორგანიზებით ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია მოაწყო. ღონისძიება პროგრამის - ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR II) ფაზა II-ის ფარგლებში გაიმართა. შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სკოლა ევრო 2000-ის და სკოლა მონპარნასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
უკან |