საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში აქვაკულტურის ლაბორატორია გაიხსნა და მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ თავმჯდომარემ ილია გუჩმანიძემ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აქვაკულტურის ლაბორატორია გახსნეს და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მარიკულტურის სპეციალიზაციის განვითარებისა და საზღვაო ფერმერთა კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აქვაკულტურის ლაბორატორიაში სტუდენტები გაეცნობიან ზღვის ობიექტების კულტივირების, ხელოვნური მოშენების ტექნოლოგიურ და კვლევით ასპექტებს. ლაბორატორია მოეწყო ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ ინიციატივით პროექტის ,,საზღვაო ფერმერობა - გარემოსდაცვითი ინტერესებისათვის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში (UNDP/GEF SGP).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა