![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_1361_1_s.jpg)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა და ბათუმის მტაცებელ ფრინველთა მონიტორინგის ორგანიზაციამ გადამფრენ ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთობლივად აღნიშნეს. სხვადასხვა ქვეყნის ორნითოლოგები და ეკოლოგები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, საყოველთაოდ ცნობილ „ბათუმის სამიგრაციო ძაბრს“ ეწვივნენ გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად. ღონისძიების მონაწილეებმა სახალვაშოსა და ჭოროხის დელტაში წარმოებული დაკვირვების შედეგები უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციასა და გამოფენაზე შეაჯამეს.
უკან |