ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფარმაციის პროგრამის ხელმძღვანელი ეთერ ჯაყელი ფარმაციის პროგრამის რეაკრედიტაციის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს: პსპ აკადემიის ხელმძღვანელს ეკა ფრუიძეს, პსპ აკადემიის ფარმაციის მიმართულებით კოორდინატორს ანნა უშარიძეს, სს „გეფას“ საკადრო რესურსების მართვის დეპარტამენტის შერჩევის სპეციალისტს დიანა ფეიქრიშვილს და შპს „იმპექსფარმის“ HR განყოფილების უფროსს ნინო ხოშტარიას შეხვდა. ფარმაციის პროგრამის ხელმძღვანელმა კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას ბსუ-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სწავლებისას სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზრდის, მომხმარებელთან კომუნიკაციის, ფარმაცევტული ზრუნვის უნარების ჩამოყალიბების, კურსდამთავრებულთა დასაქმების, მაღალკურსელი სტუდენტების სტაჟირების საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებული იქნება პროგრამის შემდგომი განვითარებისათვის.
უკან |