
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და შპს ,,ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დავითაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეებს შორის შეთანხმებული კონტინგენტის ფარგლებში, პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და პრაქტიკული საქმიანობის განმტკიცების მიზნით, შპს ,,ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს სტუდენტთა ქიმიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და პროფესიული პრაქტიკის გავლას. თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე განხორციელდება კვლევითი ექსპერიმენტები.
| უკან | 


