
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, ლანა ირემაძე და ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, საბა გოგიტიძე მონაწილეობდნენ ,,Erasmus+”-ის გაცვლით პროგრამებში „Gruenes Netzwerk 25 / Green Network 25“ და „Adventure Learning on the Rocks“, რომლის ფარგლებშიც ისინი იმყოფებოდნენ გერმანიაში.
პროგრამა მოიცავდა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და პრაქტიკული ცოდნის შეძენას ინტერაქტიული სწავლის ფორმატით, მათ შორის კლდეზე ცოცვის სესიების მეშვეობით.
სტუდენტებმა მიიღეს უნიკალური გამოცდილება გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებაში, პროფესიული კომპეტენციების განვითარების პროცესში და საერთაშორისო აკადემიური ქსელის ჩამოყალიბებაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ მომავალ პროფესიულ ზრდას და აკადემიურ პროგრესს.
უკან |