
16 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრა შედგა 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტის „სხეულის მასის ინდექსი და საკვები პროექტები“ ფარგლებში.
პროექტში მონაწილე სკოლა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - სსიპ ბათუმის მეორე საჯარო სკოლა.
პროექტის ლიდერთა ჯგუფი:
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ნაგერვაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი.
პროექტის თანახელმძღვანელი: ლიანა ქოიავა - ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი.
პროექტის ასისტენტი: შორენა გაბაიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტი.
კვლევაში ჩართულია სკოლის მე-9 და მე-11 კლასის 20 მოსწავლეები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგაკვეთილო მოდულის შექმნა, რომელიც მოიაზრებს როგორც თეორიულ საფუძვლებზე დაფუძნებულ საკითხებს, ასევე ის გამდიდრებული იქნება სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობებითა და კვლევითი კომპონენტებით.
უკან |