საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტუდენტური პროექტი „მოძრავი ქიმიური ლაბორატორია“ შუახევისა და ქედის სკოლებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მოძრავი ქიმიური ლაბორატორია“ ფარგლებში, ქიმიის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად  დაბა შუახევისა და დაბა ქედის საჯარო სკოლებს ეწვივნენ.

ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ვანიძემ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გააცნო ქიმიის სპეციალობის სასწავლო პროგრამები. ქიმიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ირინა გობაძემ ისაუბრა ბსუ-ში არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ და მოსწავლეებს გაუზიარა გერმანიაში, Saarland University-ში მიღებული გამოცდილება.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო სახალისო და შემეცნებით ქიმიურ ექსპერიმენტებს, რომლებიც ჩატარდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. პროექტის ხელმძღვანელმა ანა ჯინჭარაძემ ღონისძიების დასასრულს პროექტში მონაწილე სკოლებს სერთიფიკატები გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა