საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში გამარჯვებული სტუდენტური პროექტის „მოძრავი ქიმიური ლაბორატორია“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „მოძრავი ქიმიური ლაბორატორია“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს ქიმიის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში ქიმიის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლას ეწვივნენ.

ღონისძიების დასაწყისში ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ვანიძემ, ისაუბრა STEM მეცნიერებების მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის და მოსწავლეებს გააცნო ქიმიის სპეციალობის სასწავლო პროგრამები. ქიმიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ირინა გობაძემ კი აღნიშნა ბსუ-ში არსებული გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და მოსწავლეებს გაუზიარა გერმანიაში, Saarland University-ში მიღებული გამოცდილება.

მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა სახალისო-შემეცნებითი ქიმიური ექსპერიმენტები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის, გოგოლესუბნის, ბასილეთის, ბუკნარის, ნაბეღლავის და ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლები.

ღონისძიების დასასრულს მონაწილე სკოლებს სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა